პოლ საბატიე (ქიმიკოსი)
პოლ საბატიე (დ. 5 ნოემბერი, 1854, კარკასონი — გ. 14 აგვისტო, 1941, ტულუზა) — ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1913).
1877 წელს დაამთავრა ტულუზის უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტი. 1844–1930 წლებში იყო ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა ორგანული კატალიზის დარგში. 1927 ჟან სანდერანთან ერთად ნიკლის კატალიზატორზე ეთილენისა დაწყალბადის გატარებით მიიღო ეთანი. 1909 განახორციელა უჯერ კარბომჟავათა ჰიდრირება. შეისწავლა კონდენციისა და იზომერიზაციის კატალიზური რეაქციები ჟანგეულებისა და ქლორიდების თანაობისას, ნახშირწყალბადებთან ჰალოგენწყალბადების მიერთება და მოწყვეტა, მძიმე ნახშირწყალბადების კატალიზური კრეგინგი. საბატიეს შრომებმა ხელი შეუწყო ქიმიურ მრეწველობაში ახალი მიმართულების - კატალიზური ორგანული სინთეზის განვითარებას. ნობელის პრემია მიენიჭა (1912).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 546.
|