უილიამ სკოტ „ბილ“ ბრუფორდი (ინგლ.William Scott "Bill" Bruford, დ. 17 მაისი, 1949, სევენოუკსი, კენტი) — ინგლისელი დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მუსიკალური ლეიბლების მფლობელი.[1] იგი იყო ჯგუფ Yes-ის პირველი დრამერი (1968-1972). 1970-იან წლებში გამოდიოდა სხვა ცნობილ ჯგუფებში. 1976 წელს იყო ჯგუფ ჯენესისის დრამერი ტურნეს მსვლელობისას. 1997 წლამდე სხვადასხვა დროს იყო King Crimson-ის დრამერი. შემდგომში მან პროგრესული როკისჯაზისკენ გადაინაცვლა და წლების მანძილზე იყო საკუთარ ჯგუფ Earthworks-ის ლიდერი. 2009 წლიდან მან შეწყვიტა საჯარო გამოსვლები, მაგრამ კვლავ მართავს ორ ლეიბლს, მონაწილეობს ინტერვიუებში და წერს მუსიკის შესახებ. 2009 წლის დასაწყისში გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bill Bruford: The Autobiography.