ერნესტო თეოდორო მონეტა
ერნესტო თეოდორო მონეტა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1833 წელი, 20 სექტემბერი მილანი |
გარდაცვალების თარიღი | 1918 წელი, 20 თებერვალი (85წლის) |
ეროვნება | იტალიელი |
საქმიანობა |
ჟურნალისტი; ნაციონალისტი; პაციფისტი |
ჯილდოები | ნობელის პრემია |
ერნესტო თეოდორო მონეტა (ინგლ. Ernesto Teodoro Moneta დ. 20 სექტემბერი, 1833 - გ.10 თებერვალი, 1918) – იტალიელი ჟურნალისტი, ნაციონალისტი, რევოლუციონერი ჯარისკაცი, ხოლო მოგვიანებით პაციფისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი.
15 წლის ასაკში, მონეტა მონაწილეობდა ,,Five Days of Milan"(1848 წლის ანტი-ავსტრიული აჯანყება). ის მოგვიანებით შევიდა ივრეის სამხედრო აკადემიაში. 1859 წელს შეუერთდა გარიბალდის ათასების ექსპედიციას, ასევე იბრძოდა იტალიელების არმიაში ავსტრიელების წინააღმდეგ 1866 წელს.
საბოლოოდ ის გახდა მშვიდობის საერთაშორისო აქტივისი, მიუხედავად მისი ძლიერი იტალიური ნაზიონალიზმისა.
1867-1896 წლების განმავლობაში ის იყო მილანის დემოკრატიული გაზეთის Il Secolo რედაქტორი.
1887 წელს დააფუძნა ლომბარდიის მშვიდობის სადამკვირვებლო ასოციაცია (Unione Lombarda per la Pace e l'Arbitrato). მას მიენიჭა ნობელის პრემია(რომელიც ლუი რენოსთან გაიზიარა) მშვიდობის განმტკიცებისთვის 1907 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერნესტო თეოდორო მონეტას ჰქონდა პერსონალური პარადოქსული მიმართულება ,,მილიტარისტული პაციფიზმი". ის იყო ნაციონალისტ-ინტერნაციონალისტი, ანტიკლერიკალიზმის პროპაგანდისტი.
დაიბადა მილანელი არისტოკრატი მშობლების ოჯახში,რომლებიც ჯერ კიდევ პატრიარქალური წყობილებით ცხოვრობდნენ, ფუფუნების გარეშე. 15 წლის ასაკში, როდესაც ანტი-ავსტრიულ აჯანყებაში მონაწილეობდა, მამის გვერდით, რათა დაეცვა მშობლიური სახლი, ნახა როგორ დაიღუპა სამი ავსტრიელი ჯარისკაცი მის თვალწინ. ამ დროს დაიწყო მონეტას მშვიდობისა და ნაციონალიზმისთვის ბრძოლის სულისკვეთება.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1859-1860 წლები გაატარა იტალიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გარიბალდისთან ერთად, ხოლო მოგვიანებით გენერალ სირტორის მხარდამხარ იბრძოდა და მისი თანაშემწე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაინც დაუბრუნდა ცივილურ ცხოვრებას, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა კეთილგანწყობას გენერალ სირტორის მიმართ.
მონეტას უყვარდა ცხენებით სეირნობა, თავშესაქცევად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და წერდა პიესების განხილვებს Il Secolo -ში, ყოველდღიურ გაზეთში, რომელიც 1866 წელს დაფუძნდა ედუარდო სონცოგნოს მიერ. როდესაც მისი ორი მეგობარი წავიდა გაზეთიდან,1867 წელს, ის დასთანხმდა რედაქტორის პოზიციას, რომელიც მას 1867-დან 1895 წლამდე ეკავა. მონეტამ ჟურნალისტიკაში შეძლო თავისი დინამიზმის და იდეალიზმის გამოხატვა. მისი, როგორც პაციფისტის კარიერა გაიზარდა და ყოველდღიური ინტელექტუალური სიმულაციით ჩამოყალიბდა, სწორედ აღნიშნული გამოცემის რედაქტორობის პერიოდში.
კაცმა, რომელსაც ძლიერი დარწმუნების უნარი გააჩნდა, თეოდორო მონეტამ, სწრაფად მოიპოვა პატივისცემა თავისი მორალური პრინციპების, სიმამაცისა და ინოვაციების ათვისების უნარისთვის. მან Il Secolo გარდაქმნა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ძლიერ ინსტრუმენტად. მიუხედავად იმისა,რომ ის პატივს სცემდა რელიგიას და მისდევდა კათოლიკურ მოძღვრებას, თავს უფლება მისცა გაზეთში ანტიკლერიკალური პოზიცია დაეჭირა,რადგან მას სწამდა, რომ სწორედ კლერიკალებმა შეუშალეს ხელი იტალიაში სოციალურ პროგრესს. ის ამის გამო გაუცხოვდა მისი მეუღლისთვის, ვისთანაც ორი ვაჟი აკავშირებდა, რადგან მისთვის რელიგია ბევრს ნიშნავდა და ქმრის შეხედულებები მიუღებელი იყო ამ მხრივ.
მას შემდეგ რაც მონეტამ გააცნობიერა იტალიურ ჯარში არსებული პრობლემები მან წამოიწყო კამპანია და მთლიან სვეტს უძღვნიდა გაზეთში რეფორმებს, რომელიც ხალხის აზრს უნდა განეპირობებინა.
საერთაშორისო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონეტა იყო იტალიის წარმომადგენელი მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს კომისიაში 1895 წელს. ის მრავალი წლის მანძლზე მონაწილეობდა მშვიდობის კონგრესებში და მისი ზრდილობიანი, მორცხვი მანერა სწრაფად გახდა ახლობელი და პატივსაცემი დანარჩენებისთვის.
ის სათავეში ედგა l’Unione lombarda per la pace e l’arbitrato internazionale (ლომბარდიის მშვიდობის სადამკვირვებლო საერთაშორისო კავშირს), მისი დაფუძნებიდან 1887 წლიდან. გარდა ამისა, რამდენიმე ეფემერული ხასიათის ორგანიზაციას Società per la pace e la giustizia internazionale (საერთაშორისო მშვიდობისა და სამართლიანობის საზოგადოება), რომლის არსებობამ 1887 წლიდან 1937 წლამდე გაგრძელდა, მონეტას სიკვდილის შემდეგაც კი.
თეოდორო მონეტა ლექციებს კითხულობდა იტალიის ახლად დაფუძნებულ პოპულარულ უნივერსიტეტში. 1906 წელს მან დაგეგმა და ორგანიზება გაუწია მშვიდობის პავილიონის შექმნას მილანის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა ყოველწლიურ მშვიდობის საერთაშორისო კონგრესის მე-15 წლისთავს.
უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1900 წლიდან მის სიკვდილამდე 1918 წლამდე, მონეტა ინატჯებოდა გლაუკომით, და ვრცელი პერიოდი გაატარა თვალის ოპერაციების შემდეგ გამოჯანმრთელებაში, რომელიც ცოტაოდენ ახერხებდა მისი სრული დაბრმავების პრევენცირებას.
პირველი მსოფლიო ომის დროს, ის მხარს უჭერდა იტალიის როლს ომში.
მონეტა 1918 წელს, 85 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. მის პატივსაცემად მისმა მეგობრებმა მონუმენტი აღმართეს 1925 წელს.
თეოდორო მონეტას ცხოვრება პარადოქსული გამოდგა. ერთი მხრივ, გარიბალდის პარტიზანი და ამავე დროს მშვიდობის მისიონერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Combi, Maria, Ernesto Teodoro Moneta: Premio Nobel per la pace 1907. Milano, Mursia, 1968.
- Moneta, Ernesto Teodoro, Dal presente all’ avvenrie, Milano, 1913.
- Moneta, Ernesto Teodoro, Le guerre, le insurrezioni e la pace nel secolo decimonono, Compedio storico. 4 vols. Milano, 1903-1910.
- Moneta, Ernesto Teodoro, L’ideale della pace e la patria. Milano, 1913.
- Moneta, Ernesto Teodoro, Irredentismo e gallophia. Milano, 1903.
- Moneta, Ernesto Teodoro, La nostra pace. Milano, Bellini, 1909.
- Moneta, Ernesto Teodoro, Patria e umanità. Milano, Sonzogno, 1899.
- Pinardi, Giuseppe, La Carrière d’un pacifiste: E. T. Moneta. Le Havre, Publication de «L’Universel», 1904.
- Schou, August, Histoire de l’internationalisme III: Du Congrès de Vienne jusqu’à la première guerre mondiale (1914), pp. 355-359. Publications de l’Institut Nobel Norvégien, Tome VIII. Oslo, Aschehoug, 1963.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ernesto Teodoro Moneta – Biographical
- Ernesto Teodoro Moneta – Nobel Lecture
- Ernesto-Teodoro-Moneta
- http://www.nobelpeacesummit.com/
|