შინაარსზე გადასვლა

ზაგრები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ზაგრები
Zagreb

ბან ელაჩიჩის მოედანი, გრადეცი, ზაგრების ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ზაგრების ხელოვნების პავილიონი, ხორვატიის ეროვნული თეატრი, კაპტოლი
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა 17[1]
კოორდინატები 45°49′00″ ჩ. გ. 15°59′00″ ა. გ. / 45.81667° ჩ. გ. 15.98333° ა. გ. / 45.81667; 15.98333
ქალაქის მერი მილან ბანდიჩი
დაარსდა 1094
პირველი ხსენება 1094
ამჟამინდელი სტატუსი 1242
ფართობი 641.29 კმ²
ცენტრის სიმაღლე 122—1035[2]
ოფიციალური ენა ხორვატული ენა
მოსახლეობა 792,875 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1,200 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,110,517
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 10000
საავტომობილო კოდი ZG
ოფიციალური საიტი zagreb.hr
ზაგრები — ხორვატია
ზაგრები

ზაგრები (ხორ. Zagreb) — ხორვატიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი.[3] მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, მდინარე სავას გასწვრივ, მთა მედვედნიცას სამხრეთ კალთაზე. ზაგრები მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 122 მ (400 ფუტი) სიმაღლეზე.[4][5] 2018 წელს ქალაქის სავარაუდო მოსახლეობამ 820 678 შეადგინა.[6] ზაგრების ქალაქური აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობაა 1 086 528.[7] ქალაქში ხორვატიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს.

ზაგრები არის მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი, მისი ისტორია მომდინარეობს რომაული დროიდან დღემდე. ქალაქის მახლობლად მდებარეობდა უძველესი რომაული დასახლება „ანდაუტონია“.[8][9][10][11] სახელი „ზაგრები“ პირველად ისტორიულ წყაოებში 1134 წელს ჩნდება. ზაგრები 1242 წელს გახდა სამეფო ქალაქი.[12][13][14][15][16] 1851 წელს ზაგრებს ჰყავდა თავისი პირველი მერი ჯანკო კამაუფი.[17][18][19][20]

ქალაქი გაშენებულია მდინარე სავაზე, დუნაის შესართავთან, ჩრდილოეთის განედის 45,815° და აღმოსავლეთის გრძედის 15,98306°, ზღვის დონიდან 104 მეტრზე მედვედნიცას მთის მასივის ახლოს. კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურა +20 გრადუსი ცელსიუსია, ზამთრის საშუალო ტემპერატურა +1 გრადუსი ცელსიუსით. ფართობი 641,29 კვადრატული კილომეტრია. ქალაქ ზაგრებს გარეუბნებთან ერთად ჟუპანიის სტატუსი აქვთ ხორვატიის შემადგენლობაში, ქალაქის მერი მართავს, რომელსაც ქალაქის ასამბლეა ირჩევს.

ზაგრებში მდებარეობს ტრანსპორტის ფართო ქსელი. ქალაქიდან ოთხივე მიმართულებით გადის მსხვილი საგზაო მაგისტრალები. რკინიგზა ზაგრებს ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებთან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აკავშიკრებს. ქალაქის ცენტრში მსხვილი სარკინიგზო და საავტობუსო სადგურებია განთავსებული. ზაგრების აეროპორტი ქალაქიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. მგზავრთა ნაკადი წლიურად საშუალოდ 2 მილიონი ადამიანია.

ქალაქში კარგად არის განვითარებული ტრამვაისა და ავტობუსის ხაზები, ასევე ფუნიკულიორის ხაზი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ქვედა და ზედა ქალაქს აკავშირებს. შემუშავებულია მსუბუქი მეტროპოლიტენის აშენების გეგმა. მშენებლობის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის.

ზაგრებში ხორვატიის ხუთი მთავარი მაგისტრალი მდებარეობს. გზატკეცილი A6 განახლდა 2008 წლის ოქტომბერში და მიემართება ზაგრებიდან რიეკაში და შედის პან-ევროპულ დერეფნის ნაწილში. განახლება დაემთხვა A4-ზე მდინარე მურაზე ხიდის გახსნას და უნგრეთის M7-ის დასრულებას, რის შედეგადაც რიეკასა და ბუდაპეშტს შორის პირველი ავტომაგისტრალის დერეფანი გაიხსნა.[21] ორივე მაგისტრალს აკონტროლებენ „Hrvatske autoceste“ და „Autocesta Rijeka - Zagreb“.

გზატკეცილი A3 (ყოფილი სახელწოდებით ბრატსტო და ჯედინსტვო) არის ხორვატიის უძველესი მაგისტრალი.[22][23] A3 წარმოადგენს პან-ევროპული დერეფნის X-ს ნაწილს. მაგისტრალი იწყება ბრეგანას სასაზღვრო გასასვლელთან, გაივლის ზაგრებს და შემდგომ გადის ბაიაკოვოს სასაზღვრო გადასასვლელთან. იგი გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.[24]

გზატკეცილი A2 დერეფნის Xa- ის ნაწილია.[25] იგი ქმნის ზაგრებსა და დასავლეთ ევროპას შორის უწყვეტ საავტომობილო გზას.[26] მაგისტრალი A4 იწყება ზაგრებში და მიემართება უნგრეთში გორიჩანის სასაზღვრო გადასვლამდე. სატრანსპორტო საშუალებები ხშირად იყენებენ ზაგრების გარშემო განთავსებულ მაგისტრალს.[27] რკინიგზა და გზატკეცილი A3, რომელიც მდებარეობს მდინარე სავას გასწვრივ, არის ქვეყნის ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო დერეფანი.[28]

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვადასხვაგვარად არის ორგანიზებული: ქალაქის შიდა ნაწილებში ძირითადად მოძრაობს ტრამვაი, ქალაქის გარეუბნებს ემსახურება ავტობუსები, ასევე მოქმედებს სარკინიზგზო ტრანსპორტი. საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ZET („Zagrebački električni tramvaj“, „Zagreb Electric Tram“) ქალაქს უზრუნველყოფს, ყველა შიდა ავტობუსის ხაზით.

ტაქსები აქტიურად გამოიყენება ქალაქში. სახელმწიფომ მრავალ სატრანსპორტო კომპანიას ბაზარზე შესვლის უფლება მისცა, შესაბამისად, ფასები საგრძნობლად დაეცა, მაშინ როდესაც მომსახურება უკიდურესად გაუმჯობესდა, ამიტომ ზაგრებში ტაქსების პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება.[29]

ქალაქის ცენტრის ხედი

ზაგრების ტერიტორია ჯერ კიდევ პრეისტორიული პერიოდის განმავლობაში მუდმივად დასახლებული იყო, ამას მოწმობს არქეოლოგიური აღმოჩენები ვეტერნიკის გამოქვაბულში. გამოქვაბული ამჟამად სოფელ „Šćitarjevo-ში“ მდებარეობს.

მედვენიცას, ვესტინის, გრუშანისა და რემეტის ფერდობებზე მდებარე სოფლები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მდიდარ ტრადიციებს, მათ შორის ხალხურ ტანისამოსს.

ჩრდილოეთით არის მედვედნიცას მთა, მისი ყველაზე მაღალი მწვერვალის, „Sljeme-ის“, სიმაღლე 1 035 მეტრია. 2005 წლის იანვრის შუა რიცხვებში, „Sljeme-ის“ მწვერვალზე ჩატარდა მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატის პირველი ტურნირი.

ძველი მედვედგრადი, აშენდა მე-13 საუკუნეში მედვედნიცას გორაზე. იგი გადაჰყურებს ქალაქის დასავლეთ ნაწილს და ასევე მასზე მდებარეობს ეკლესიები, მემორიალი, სადაც მარადიული ცეცხლით არის აღბეჭდილი, რომ ხორვატია პატივს სცემს სამშობლოსთვის დაღუპულ ყველა გმირს, ჩვეულებრივ, პატივს მიაგებენ ეროვნულ დღესასწაულებზე. დანგრეული შუასაუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრე სუსედგრადი მდებარეობს მედვენიცას გორის დასავლეთ მხარეს. იგი მიტოვებულია მე-17 საუკუნის დასაწყისიდან.

ზაგრების კლიმატი კლასიფიცირდება, როგორც ოკეანეური კლიმატის მქონე (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით). ზაფხულში ძლიერი წვიმებია, რომელიც შემოდგომაზე კვლავ გრძელდება. წლიური ნალექის რაოდენობა 840 მმ არის, ამიტომაც ზაგრები ევროპაში მე-9 ყველაზე მაღალი ნალექის მაჩვენებლის მქონე დედაქალაქია. ქალაქი უფრო ნაკლებ ნალექს იღებს ვიდრე ლუქსემბურგი, მაგრამ უფრო მეტს ვიდრე ბრიუსელი, პარიზი და ლონდონი. შემოდგომა ადრეულ ეტაპზე ხშირად თბილი და მზიანია, ზოგჯერ წვიმებიც მოდის. შემოდგომას ახასიათებს წვიმიანი დღეების ეტაპობრივად ზრდა. დილის ნისლი ხშირია ოქტომბრიდან იანვრის თვის ჩათვლით, ძირითადად ქალაქის ჩრდილოეთ უბნებში, მედვედნიცას მთის ძირში, აგრეთვე მდინარე სავას გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე. ზამთარი სხვა სეზონებთან შედარებით ცივია. თებერვალი ყველაზე მშრალი თვეა, ნალექების საშუალო წილი 39 მმ-ს შეადგენს. საშუალოდ, წლიურად თოვლიანი დღეების რაოდენობა 29 არის, ჩვეულებრივ, პირველი თოვლი დეკემბრის დასაწყისში მოდის. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, თოვლიანი დღეები მკვეთრად შემცირდა. ზამთარში საშუალო საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ია, ხოლო ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია.[30]

ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც ოდესმე ქალაქში დაფიქსირებულა იყო 40,4 °C, დაფიქსირდა1950 წლის ივლისში. ხოლო ყველაზე დაბალი იყო −27,3 °C, დაფიქსირდა 1956 წლის თებერვალში.[31]

ჰავის მონაცემები — Zagreb Maksimir (1971–2000, extremes 1949–2019)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 19.4 22.6 26.0 30.5 33.7 37.6 40.4 39.8 34.0 28.3 25.4 22.5 40.4
საშუალო მაღალი °C 3.7 6.8 11.9 16.3 21.5 24.5 26.7 26.3 22.1 15.8 8.9 4.6 15.8
საშუალო დღიური °C 0.3 2.3 6.4 10.7 15.8 18.8 20.6 20.1 15.9 10.5 5.0 1.4 10.7
საშუალო დაბალი °C −3.0 −1.8 1.6 5.2 9.8 13.0 14.7 14.4 10.8 6.2 1.4 −1.7 5.9
რეკორდულად დაბალი °C −24.3 −27.3 −18.3 −4.4 −1.8 2.5 5.4 3.7 −0.6 −5.6 −13.5 −19.8 −27.5
საშუალო ნალექი (მმ) 43.2 38.9 52.6 59.3 72.6 95.3 77.4 92.3 85.8 82.9 80.1 59.6 840.1
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 9.8 9.4 11.0 13.0 13.5 13.7 11.2 10.4 10.4 10.9 11.3 11.0 135.6
თოვლიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 cm) 10.3 7.1 1.8 0.2 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 2.9 6.7 29.0
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 82.5 76.4 70.3 67.5 68.3 69.7 69.1 72.1 77.7 81.3 83.6 84.8 75.3
საშუალო თვიური მზიანი საათები 55.8 98.9 142.6 168.0 229.4 234.0 275.9 257.3 189.0 124.0 63.0 49.6 1 887,5
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი 23 39 43 45 54 55 63 63 54 41 26 23 47
საშუალო UV ინდექსი 1 2 3 5 7 8 8 7 5 3 1 1 4
წყარო: Croatian Meteorological and Hydrological Service[30][31] and Weather Atlas[32]
ქალაქი ზაგრები

ზაგრები ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ომის დასრულების შემდეგ, იგი ყოველწლიურად მილიონობით მნახველს იზიდავს, ძირითადად ავსტრიიდან, გერმანიიდან და იტალიიდან, ხოლო ბოლო წლებში ბევრი ტურისტი შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოდის, კერძოდ სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, ჩინეთითან და ბოლო ორი წლის განმავლობაში, ინდოეთიდან. ტურისტებისთვის ზაგრებში ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობა და მოვლენაა, მაგალითად, წმინდა გიორგის ორი ქანდაკება, ერთი ხორვატიის რესპუბლიკის მოედანზე, მეორე კი კამენიტა ვრატაში. ასევე, ბოგოვიჩევას ქუჩაზე იწყება სამხატვრო ინსტალაცია, სახელწოდებით „ცხრა ხედი“. ასევე მთელი წლის განმავლობაში აქ ბევრი ფესტივალი და ღონისძიება ტარდება, რაც კიდევ მეტ ტურისტს იზიდავს. ქალაქის ჩრდილოეთით არის ეკლესიები, სასახლეები, მუზეუმები, გალერეები და სამთავრობო შენობები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებლებში. ისტორიულ უბანში მოხვედრა ზაგრების ცენტრიდან შესაძლებელია ფეხით.

2010 წელს 600 000-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა ქალაქი,[33] 2011 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა.[34] 2012 წელს ქალაქში 675 707 ტურისტი იმყოფებოდა.[35] 2017 წელს ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია ზაგრებს, კერძოდ, 1 286 087, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი იყო.

საშემსრულებლო ხელოვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის დაახლოებით 20 მუდმივი ან სეზონური თეატრი და სცენა. ხორვატის ეროვნული თეატრი ზაგრებში აშენდა 1895 წელს და გაიხსნა ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზი სახელწოდებით „ვატროსლავ ლისინსკი“ აშენდა 1973 წელს.

ანიმაციური ფილმების მსოფლიო ფესტივალი, ყოველწლიურად იმართება. ქალაქი ასევე მასპინძლობს ყოველწლიურ დოკუმენტურ კინოფესტივალს. ზაგრების ფილარმონიის ფესტივალი და ყვავილების გამოფენა იმართება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. ზაფხულში, თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები, ძირითადად, ქალაქის ცენტრში ტარდება. ზაგრები ასევე არის უძველესი ხორვატიული პოპ-მუსიკის ფესტივალი, ასევე რამდენიმე ტრადიციული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება და ტურნირი. 16 ნოემბერს ქალაქ ზაგრების დღე ყოველწლიურად აღინიშნება, განსაკუთრებით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჯარუნის ტბაზე.

ზაგრები პირველად მოხსენიებულია 1094 წელს, როდესაც უნგრეთის მეფე ლასლო I-მა კაპტოლის ბორცვის დასახლებაში საეიპისკოპოსო დააარსა. იმხანად დასახლებული პუნქტები კაპტოლი და გრადეცი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამოსახლოები იყო, დღესდღეობით კი ორივე ქალაქის ისტორიული ნაწილის ბირთვს წარმოადგენს.

1242 წელს ზაგრები (გრადეცი) უნგრეთ-ხორვატიის მეფის ბელა IV-ის მიერ სამეფო ქალაქად იწოდა. XVII საუკუნის დამდეგს გრადეცი და კაპტოლი ერთ ქალაქად იქცნენ, საეიპისკოპოსო კი ზაგრების საარქიეპისკოპოსოდ იწოდება.

1669 წელს იეზუიტები პირველ გიმნაზიასა და აკადემიას აარსებენ. ეს თარიღი მიიჩნევა ზაგრების უნივერსიტეტის დაარსების პერიოდად, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. მოკლე ხანში ზაგრები ხორვატიის კულტურული ცენტრი და პოსადის ხორვატიის უდიდესი ქალაქი ხდება.

1776 წელს ვარაჟდინიდან ზაგრებში ხორვატიის სამეფო სამმართველო გადადის და ქალაქიც ფაქტობრივად დედაქალაქის სტატუსს იძენს.

1851 წელს ბანმა იოსიფ ელაჩიჩმა კაპტოლი და გრადეცი ზაგრებში გააერთიანა.

ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროს ქალაქს აგრამი ერქვა.

1991 წლის 25 ივლისს ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტი აცხადებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და დედაქალაქად ზაგრებს.

ზაგრები ხორვატიის უმსხვილესი და ერთადერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც (გარეუბნების ჩათვლით 1 მლნ ადამიანს აჭარბებს, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. საქალაქო აგლომერაციაში 1 088 841 მაცხოვრებელია.

ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ერთგვარია: 2001 წლის მონაცემებით, ზაგრების 91,94 %-ს ხორვატები შეადგენდნენ. იმავე მონაცემებით, ქალაქში 40 066 ეროვნული უმცირესობაა. ამათგან უმსხვილესია (18 811 ან 2,41 %) სერბები, (6 204 ან 0,8 %) ბოსნიელები, (3 389 ან 0,43 %) ალბანელები, (3 225 ან 0,41 %) სლოვენები, (1 946 ან 0,25 %) ბოშები, (1 131 ან 0,17 %) მონტენეგროელები და (1 315 ან 0,17 %) მაკედონელები.

ქალაქის დიდი უმეტესობა (დაახლ. 90 %) კათოლიკეა, აგრეთვე არსებობს მცირერიცხოვანი მართლმადიდებლური და მუსულმანური წარმომადგენლობებიც.

  • Cresswell, Peterjon; Atkins, Ismay; Dunn, Lily (10 July 2006) Time Out Croatia, First, London, Berkeley & Toronto: Time Out Group Ltd & Ebury Publishing, Random House Ltd. 20 Vauxhall Bridge Road, London SV1V 2SA. ISBN 978-1-904978-70-1. ციტირების თარიღი: 10 March 2010. [მკვდარი ბმული]
  • Uwe Mauch: Zagreb: Die kroatische Hauptstadt und ihre Umgebung. Trescher, Berlin 2011, ISBN 978-3-89794-176-2.
  • Eve Blau, Ivan Rupnik: Project Zagreb, Actar (Harward University Press), ISBN 978-84-96540-57-6.
  • Kriegszerstörungen in der Zagreber Altstadt Grič. Die Folgen des Luftangriffes vom 7. Oktober 1991. 157. Ausstellung des Historischen Museums der Stadt Wien gemeinsam mit dem Muzej Grada Zagreba. Otto-Wagner-Pavillon-Karlsplatz, 12. bis 29. Dezember 1991. 50 Fotos. Ausstellungsplakat mit der Rückseite als Ausstellungskatalog.
  • Rudolf Flotzinger, Koraljka Kos: Agram. In: Oesterreichisches Musiklexikon. Online-Ausgabe, Wien 2002 ff., ISBN 3-7001-3077-5; Druckausgabe: Band 1, Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, Wien 2002, ISBN 3-7001-3043-0.
  • Edgar Hönsch, Karl Nehring, Holm Sundhaussen (Hrsg.): Lexikon zur Geschichte Südosteuropas. Böhlau, Wien, Köln, Weimar 2004, ISBN 3-8252-8270-8.
  • Lelja Dobronić: Biskupski i kaptolski Zagreb, Zagreb, 1991. ISBN 86-03-00521-4
  • Lelja Dobronić: Graditelji i izgradnja Zagreba u doba historijskih stilova, Zagreb, 1983.
  • Lelja Dobronić: Zagrebački Kaptol i Gornji grad nekad i danas, Zagreb, 1988.
  • Dragutin Hirc: Stari Zagreb, Zagreb, 2008. ISBN 978-953-150-842-1
  • Snješka Knežević: Zagrebačka zelena potkova, Zagreb, 1996. ISBN 953-0-60524-2
  • Snješka Knežević: Zagrebu u središtu, Zagreb, 2003. ISBN 953-181-049-4
  • Gjuro Szabo: Stari Zagreb, Zagreb, 1941.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. City of zagreb 2006. City of Zagreb, Statistics Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2008-01-25.
  2. „Statistički ljetopis Grada Zagreba 2007“ (PDF) (Croatian and English). 2007. ISSN 1330-3678. ციტირების თარიღი: 2008-11-12. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. Grad Zagreb službene stranice. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  4. OSNOVNI PODACI O GRADU ZAGREBU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  5. Zagreb, Zagreb... – ZPR – FER. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  6. https://www.zagreb.hr/UserDocsImages/arhiva/statistika/ZGubrojkama.pdf
  7. Zagreb Urban Agglomeration Development Strategy for the period up to 2020 (April 2018). ციტირების თარიღი: 28 December 2019
  8. Arheološki park ANDAUTONIJA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  9. Arheološki park ANDAUTONIJA u Ščitarjevu – Arheološki muzej u Zagrebu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  10. Povijest – Andautonija. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  11. Andautonija – Turistička zajednica Zagrebačke županije. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  12. Muzej grada Zagreba – 5. Slobodni kraljevski grad na Gradecu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  13. Kralj Bela IV Gradecu izdao Zlatnu bulu kojom je postao slobodni kraljevski grad. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  14. slobodni kraljevski gradovi i trgovišta | Hrvatska enciklopedija. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  15. slobodni kraljevski gradec – Grad Zagreb službene stranice. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  16. Zlatna bula Bele IV. – Hrvatska enciklopedija. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  17. Zagrebački gradonačelnici – Grad Zagreb službene stranice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  18. Popis gradonačelnika grada Zagreba / ZGportal Zagreb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  19. Izabran prvi zagrebački gradonačelnik u povijesti – 1851.. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  20. 15. svibnja 1851. – tko je bio prvi gradonačelnik Zagreba? – narod.hr. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  21. From Zagreb to Rijeka in an hour. Product of Croatia (22 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 July 2011. ციტირების თარიღი: 11 November 2008.
  22. PRAZNOVANJE ROJSTNEGA DNE ZA OTROKE – NASVETI! Slovenian. Zbirka.si. ციტირების თარიღი: 27 August 2015.
  23. Vremeplov Serbian. Radio Television of Serbia (1 April 2010). ციტირების თარიღი: 17 August 2015.
  24. Autocesta A3 – Bregana–Zagreb–Lipovac. Hrvatske autoceste (3 July 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2011. ციტირების თარიღი: 21 June 2017.
  25. South East Europe Core Regional Transport Network Development Plan. South-East Europe Transport Observatory (May 2006). ციტირების თარიღი: 13 November 2008.
  26. Project appraisal document on a proposed loan to the Republic of Croatia. he World Bank (27 September 2000). ციტირების თარიღი: 13 November 2008.
  27. Autocesta koja koči Hrvatsku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
  28. Zagreb Transportation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 2 July 2006.
  29. Ministar Butković: Novim Zakonom o prijevozu u cestovnom prometu jeftiniji i dostupniji taksi za sve građane. Government of the Republic of Croatia.
  30. 30.0 30.1 Zagreb Climate Normals. Croatian Meteorological and Hydrological Service. ციტირების თარიღი: 2 December 2015.
  31. 31.0 31.1 Mjesečne vrijednosti za Zagreb Maksimir u razdoblju1949−2014 Croatian. Croatian Meteorological and Hydrological Service. ციტირების თარიღი: 3 December 2015.
  32. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის WeatherAtlas არ არის მითითებული ტექსტი; $2
  33. Broj turistickih dolazaka. poslovni.hr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 12 January 2012.
  34. Broj turista najvise porastao u Zagrebu. kigo.hr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2013. ციტირების თარიღი: 12 January 2012.
  35. U Zagrebu više turista i noćenja. Ministry of Tourism. ციტირების თარიღი: 27 September 2013.