იავუზ ალი-ფაშა
იერსახე
მალქოჩ იავუზ ალი-ფაშა | |
---|---|
Malkoç Yavuz Ali Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1603 |
მმართ. დასასრული: | 1604 |
წინამორბედი: | იემიშჩი ჰასან-ფაშა |
მემკვიდრე: | სოკოლუზადე ლალა მეჰმედ-ფაშა |
სულთანი: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1604 |
გარდ. ადგილი: | ბელგრადი |
რელიგია: | ისლამი |
მალქოჩ იავუზ ალი-ფაშა (თურქ. Malkoç Yavuz Ali Paşa; გ. 1604, ბელგრადი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1603-1604 წლებში, სულთან აჰმედ I-ის დროს. 1601-1603 წლებში იყო ოსმალეთის იმპერიის გუბერნატორი ეგვიპტეში. იავუზ ალი-ფაშა იყო მალქუჩოღლუს გვარის უკანასკნელი ცნობილი წარმომადგენელი. 1604 წელს უნგრეთში ლაშქრობის დროს ავად გახდა და გარდაიცვალა.
იავუზ ალი-ფაშა წერდა ლექსებს და პროზაულ ნაწამოებებს ქელამის და მუხის ფსევდონიმით. მისი ნაწარმოებები ინახება სულეიმანის ბიბლიოთეკაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN:978-975-16-0010) say.3360
- Danişmend, İsmail Hâmi (1971), Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
- Tektaş, Nazım. (2009), Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. İstanbul:Çatı Kitapları. ISBN: 9789758845000