შინაარსზე გადასვლა

კაია კალასი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაია კალასი
კაია კალასი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 იანვარი, 2021
პრეზიდენტი  კერსტი კალიულაიდი
წინამორბედიიური რატასი


თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 2014 – 5 სექტემბერი, 2018

დაბადებული18 ივნისი, 1977 (1977-06-18) (47 წლის)
ტალინი, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
მამასიიმ კალასი
განათლებატარტუს უნივერსიტეტი

კაია კალასი (ესტ. Kaja Kallas; დ.18 ივნისი, 1977, ტალინი, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — ესტონელი პოლიტიკოსი და იურისტი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2021 წლის იანვრიდან. ესტონეთის რეფორმის პარტიის ლიდერი 2018 წლიდან. რიიგიკოგუს დეპუტატი 2011-2014 და 2019-2021 წლებში.

კაია კალასი დაიბადა 1977 წლის 18 ივნისს ტალინში, ესტონეთის რეფორმის პარტიის თავმჯდომარის, სიიმ კალასის ოჯახში.

1999 წელს დაასრულა ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგად მუშაობდა ადვოკატად ევროპული და ესტონური სამართლის მიმართულებით. 1996 წლიდან მუშაობდა თეატრის რეჟისორის დამხმარედ. 2007 წელს ესტონეთის ბიზნესის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც 2010 წელს მიიღო მაგისტრის ხარისი ბიზნესის ადმინისტრირებაში[1].

ფლობს ესტონურ, ინგლისურ, რუსულ, ფინურ და ფრანგულ ენებს.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს კალასი შეუერთდა ესტონეთის რეფორმის პარტიას და 2011 წელს 7157 ხმით გახდა მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს[2].

2022 წლის 8 ივლისს გადადგა თანამდებობიდან.[3] თუმცა ესტონეთის პრეზიდენტმა კვლავ შესთავაზა ახალი მთავრობის მეთაურის თანამდებობა კოალიციურ მთავრობაში.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kaja Kallas | LinkedIn.
  2. Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-16.
  3. კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა
  4. Welle (www.dw.com), Deutsche. „Estonia: New cabinet sworn into office | DW | 18 July 2022“. Deutsche Welle.