მიეშკო I
იერსახე
მიეშკო I | |
---|---|
Mieszko I | |
მიეშკო I | |
პოლონეთის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 960 |
მმართ. დასასრული: | 992 |
მემკვიდრე: | ბოლესლავ I მამაცი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 935 |
გარდ. თარიღი: | 25 მაისი, 992 |
გარდ. ადგილი: | პოზნანი, პოლონეთი |
მეუღლე: | დუბრავკა |
დინასტია: | პიასტები |
მამა: | ზემომისლი |
მიეშკო I, მეჩისლავ I (პოლ. Mieszko I, დ. დაახლ. 935 — გ. 25 მაისი 992, პოზნანი, პოლონეთი) — პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი მთავარი (960-992), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ნახევრადლეგენდარული თავადის ზემომისლის შვილი. დედის სახელი უცნობია. მის დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება. ებრძოდა ლუტიჩებს პომორიესათვის, ბოჰემიას — სილეზიისა და მცირე პოლონეთისათვის. ბოჰემიის მთავარ ბოლესლავთან ერთად ცდილობდა საღვთო რომის იმპერიის დასუსტებას. 966 წელს შემოიღო ქრისტიანობა. 968 წელს დააარსა პირველი პოლონური საეპისკოპოსო ქალაქ პოზნანში.
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 965 წელს ბოჰემიის თავად ბოლესლავ I-ის ქალიშვილ დუბრავკასთან ქორწინების შედეგად:
- ბოლესლავ I მამაცი, პოლონეთის თავადი (993—1024) და მეფე (1024—1025).
- სვიატოსლავა (გ. დაახლ. 1014 г.), შვედეთის მეფე ერიკ VI-ის ცოლი, მოგვიანებით — დანიის მეფე სვენ I-ის ცოლი.
- 979 წელს ჩრდილოეთის მარკის მარკგრაფის ქალიშვილ ოდასთან ქორწინების შედეგად:
- მეშკო (გ. 992 წლის შემდეგ)
- სვიატოპოლკი (გ. 992 წლის შემდეგ)
- ლამბერტი (გ. 992 წლის შემდეგ)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Opis państwa Mieszka I Ibrahima ibn Jakuba დაარქივებული 2013-06-12 საიტზე Wayback Machine.
- Raport z odkrycia palatium Mieszka I დაარქივებული 2011-10-09 საიტზე Wayback Machine.