Neo Geo Pocket-ს გააჩნდა თხევად-კრისტალური ეკრანი, Toshiba-ს TLCS900H ცენტრალური პროცესორი, ყურსასმენების ბუდე და ორი ცალი AA-ბატარეები. მასში აგრეთვე ჩაშენებული იყო საათი და კალენდარი. Game Boy-ის მსგავსად Neo Geo Pocket-ში სათამაშო კარტრიჯები თავსდებოდა მოწყობილობის უკანა მხარეს.
Neo Geo Pocket ითვლება წარუმატებელ სათამაშო კონსოლად. 1999 წელს მისი წარმოება შეწყდა,[2] ხოლო იმავე წელს კომპანიამ გამოუშვა კონსოლის განახლებული ვერსია Neo Geo Pocket Color, რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი.[3] მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის არსებობამ დიდ ხანს არ გასტანა, მასზე გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში, ისეთები როგორებიცაა „Samurai Shodown“ და „King of Fighters R-1“. არსებობის ისტორიაში მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 9 ერთეული თამაში.