შინაარსზე გადასვლა

ჯოზეფ ლისტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოზეფ ლისტერი (ინგ.Joseph Lister; დ.5 აპრილი,1827,აპტონი,ესექსი, - გ.10 თებერვალი 1912,უილმერი,კენტი)— ინგლისელი ქირურგი,ქირურგიაში ასეპტიკის ფუძემდებელი.1852 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერისტეტი.ქირურგ-პროფესორი გლაზგოში (1860) ედინბურგსა (1869) და ლონდონში (1877-88).1896-დან ლონდონის სამეფო ქირურგიული საზოგადოების თავმჯდომარე.ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი (1895-1900).ლისტერმა 1867 წელს გამოთქვა აზრი,რომ ჭრილობის ინფექცია იწვევს რაღაც ცოცხალი საწყისი.,რომელიც გარედან ხვდება ჭრილობაში.მან პირველად შეიმუშავა ქირურგიულ ინფექციასთან ბრძოლის თეორიულად დასაბუთებული ღონისძიებანი;მისი მეთოდით ჭრილობაძე ადებდნენ კარბოლმჟავაში დასველებულ სამფენოვან ნახვევებს,საოპერაციო ოთახის ჰაერში აფრქვევდნენ კარბოლმჟავას და ამავე მჟავით ამუშავებდნენ საოპერაციო ველს,ქირურგის ხელებს და საოპერაციო ინსტრუმენტებს.ლისტერის მეთოდის შემოღების შემდეგ მკვეთრად შემცირდა ოპერაციის შემდგომი სიკვდილიანობა,თითქმის გაქრა სეპტიკური გართულებები.ლისტერმა პირველმა (1852) აღწერა გუგის გამაფართოებელი და დამავიწროებელი კუნთები და სხვა.