ჯოზეფ ლისტერი
ჯოზეფ ლისტერი (ინგ.Joseph Lister; დ. 5 აპრილი, 1827, აპტონი, ესექსის საგრაფო, — გ. 10 თებერვალი 1912, უილმერი, კენტის საგრაფო) — ინგლისელი ქირურგი, ქირურგიაში ასეპტიკის ფუძემდებელი. 1852 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერისტეტი. ქირურგ-პროფესორი გლაზგოში (1860), ედინბურგსა (1869) და ლონდონში (1877-88). 1896-დან ლონდონის სამეფო ქირურგიული საზოგადოების თავმჯდომარე. ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი (1895-1900). ლისტერმა 1867 წელს გამოთქვა აზრი, რომ ჭრილობის ინფექციას იწვევს რაღაც ცოცხალი საწყისი, რომელიც გარედან ხვდება ჭრილობაში. მან პირველად შეიმუშავა ქირურგიულ ინფექციასთან ბრძოლის თეორიულად დასაბუთებული ღონისძიებანი; მისი მეთოდით ჭრილობაზე ადებდნენ კარბოლმჟავაში დასველებულ სამფენოვან ნახვევებს, საოპერაციო ოთახის ჰაერში აფრქვევდნენ კარბოლმჟავას და ამავე მჟავით ამუშავებდნენ საოპერაციო ველს, ქირურგის ხელებსა და საოპერაციო ინსტრუმენტებს. ლისტერის მეთოდის შემოღების შემდეგ მკვეთრად შემცირდა ოპერაციის შემდგომი სიკვდილიანობა, თითქმის გაქრა სეპტიკური გართულებები. ლისტერმა პირველმა (1852) აღწერა გუგის გამაფართოებელი და დამავიწროებელი კუნთები და სხვა.
ლიტერატურა
- Скороходов Л. Я. Джозеф Листер. Столетие антисептики. — Л-д: Изд. АН СССР «Наука», 1971.
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Hansard 1803–2005
- ↑ Plarr's Lives of the Fellows
- ↑ 3.0 3.1 Kindred Britain
- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners