გივი ლობჟანიძე (III მოწვევა)
გივი ლობჟანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1948 |
დაბადების ადგილი | ღები, ონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
გივი შალვას ძე ლობჟანიძე (დ. 3 მაისი, 1948, სოფელი ღები, ონის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიციის გენერალ-მაიორი (1995), საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი (2001). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1994).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1991 წლებში იყო ქუთაისის შს სამმართველოს უფროსი; 1995 წელს — საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალური სამმართველოს უფროსის I მოადგილე; 1993-1995 და 2000-2004 წლებში — საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორი; 1992-1995 წლებში — საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ონის მაჟორიტარი). მინიჭებული აქვს საერთაშაორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და ტრეფიკინგის საკითხებში ექსპერტის კვალიფიკაცია. არის კონტაქტური კარატეს („კოშიკი“) მსოფლიო ფედერაციის საპატიო წევრი, საერთაშორისო სამეცნიერებათა პრაქტიკული ჟურნალი „ცხოვრება და კანონის“ რედაქტორი. ავტორია მონოგრაფიების, სახელმძღვანელოსა და ლიტერატურის კრებულებისა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა (2003) და ღირსების ორდენებით (1998).