დავით III (კათოლიკოს-პატრიარქი)
იერსახე
დავით III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1435/36–1438/39 წლებში.
დავითმა სვეტიცხოვლის მსახურთუხუცეს დავით ქარცისძეს უწყალობა ლომისგულ სუნღულაძის მიერ მცხეთისთვის შეწირული მამული გორში და იქვე მცხეთის კუთვნილი გლეხები. მის პატრიარქობაში მეფე ალექსანდრე I დიდი 1438/1439 წ. სწირავს სვეტიცხოველს ატენის წინაუბანს, ლომიშვილებს მათი მამულით და კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს: „კათალიკოზო დავით, ჩუენთვის წირვასა და ეკლესიის სამსახურსა ნუ დააკლებთ“.
კათოლიკოს-პატრიარქ დავითის ზეობაში 1438–1439 წლებში მიმდინარეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, რომელზედაც ქართველმა დელეგატებმა — მეფის საერო წარმომადგენელმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა — უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000. — გვ. 72. 219 გვ.
- აბაშიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 263.