ზებედე I
იერსახე
ზებედე I — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1552-1556 წლებში. 1552 წელს თბილისიდან სპარსელ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (შაჰ-თამაზ I-მა თბილისი დაიკავა 1548 წელს), ზებედე I-მა „აიაზმით განწმინდა“ და ხელახლა აკურთხა სიონის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, აგრეთვე ქალაქის ყველა დანარჩენი ეკლესია, რომელიც მტერმა შებილწა და გააუქმა. ხელი მოაწერა ლუარსაბ I-ის სიგელის სიონის ტაძარში მღვდელმსახურების აღდგენისა და მამულების შეწირვის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 492.